15:21 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 12:39:22, 2556 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი: ევროკავშირმა შესაძლოა არსებობა შეიწყვიტოს, რადგან მომავლის ახალი ხედვა არ გააჩნია

რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებით, ევროკავშირმა შესაძლოა არსებობა შეიწყვიტოს იმის გამო, რომ მომავლის ახალი ხედვა არ გააჩნია, რომელიც სოლიდარობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს, - ამის შესახებ The Independent იუწყება. აღნიშნული განცხადება პაპმა რომში,  ევროკავშირის სამიტზე გააკეთა, რომელიც დაფუძნების მე-60 წლისთავს ეძღვნება.  

როგორც ფრანცისკემ აღნიშნა, ეკონომიკური და მიგრაციული პრობლემები ევროკავშირში, ასევე პოპულიზმის ზრდა, გადაულახავი არ არის, თუმცა ისინი ფატალური აღმოჩნდება, თუკი ევროპა მათ არ უმკურნალებს.    

"როდესაც სხეული კარგავს მიმართულების გრძნობას და წინ ვეღარ იყურება, ის რეგრესს განიცდის და საბოლოო ჯამში, შეიძლება მოკვდეს", - თქვა პონტიფიკოსმა.

პაპმა დასძინა, რომ 6 ქვეყანამ, რომელმაც 1957 წელს დააფუძნა ევროკავშირი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომავლის იმედის დემონსტრირება მოახდინა. 

"ევროპული სიცოცხლისუნარიანობის პირველი ელემენტი სოლიდარობა უნდა გახდეს", - განმარტა რომის პაპმა.

ამასთან, პანტიფიკოსმა ტერორიზმსა და ლტოლვილებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხებშ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და არ ჩაიკეტოს. 

ცნობისთვის, 25 მარტს, რომში საზეიმოდ აღინიშნება რომის ხელშეკრულების მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე. დოკუმენტი, რომელსაც 1957 წელს ხელი გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა მოაწერეს, ევროპული ეკონომიკური კავშირის შექმნის საფუძველი გახდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics