|
2017-03-23 16:42:11, 2402 ნახვა
მსოფლიო
ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ გუშინ ლონდონის ცენტრში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას დაჯგუფებასთან დაახლოებული სააგენტო AMAQ ავრცელებს. მედიასაშუალების ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მარტო მუშაობდა. ამასთან, როგორც BBC იტყობინება, ლონდონსა და ბირნინგემში სამართალდამცველებმა რეიდი ჩაატარეს, რის შედეგადაც 7 ეჭვმიტანილი დააკავეს. რეიდები გრძელდება და ქალაქში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. გუშინ ლონდონში თავდამსხმელი ავტომობილით ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. ამის შემდეგ მამაკაცმა ცივი იარაღით ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც პარლამენტის შენობას იცავდა, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და პარლამენტისკენ გაიქცა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. თავდასხმის შედეგად სულ 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 მოქალაქე, 1 პოლიციელი და თვითონ თავდამსხმელი, 40-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სკოტლანდ-იარდმა ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა სამარტალდამცველები მას არ ასახელებენ. ამ დროისთვის ბრიტანეთის ხელისუფლება იძიებს, იყო თუ არა მამაკაცი "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი აზიური გარეგნობის, დაახლოებით 40 წლის მამაკაცი იყო და შავი სამოსი ეცვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თავდასხმის დროს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა ის მალევე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ გამოცემა The Independent ცოტა ხნის წინ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მამაკაცი აბუ იზზადინია, თუმცა შემდეგში ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, რადგან აღნიშნული სახელით მოქალაქე ციხეში სასჯელს იხდის. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერაქტის დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)