|
2017-03-23 13:08:29, 2177 ნახვა
მსოფლიო
ლონდონის მერი: ვარწმუნებ ყველა მოქალაქეს და სტუმარს, არ შეშინდნენ - ტერორიზმი ლონდონელებს ვერ შეაშინებს
ლონდონის მერის სადიქ ხანის განცხადებით, ტერორიზმი ლონდონელებს ვერ შეაშინებს, - ამის შესახებ გამოცემა The Independent იუწყება. „ლონდონი მსოფლიოს დიადი ქალაქია და ჩვენ ერთად ვდგავართ მათ წინაშე, ვისაც სურს ზიანი მოგვაყენოს ჩვენ და ჩვენი ცხოვრების წესს“, - განაცხადა ლონდონის მერმა. დედაქალაქის მერის თქმით, ლონდონის ქუჩებზე დამატებით პოლიციელები იქნებიან განთავსებულნი, რათა მოსახლეობამ თავი უსაფღხტოდ იგრძნოს. „ვარწმუნებ ყველა მოქალაქეს და სტუმარს, რომ არ შეშინდნენ“, - აღნიშნა ხანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ლონდონში თავდამსხმელი ავტომობილით ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. ამის შემდეგ მამაკაცმა ცივი იარაღით ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც პარლამენტის შენობას იცავდა, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და პარლამენტისკენ გაიქცა, რა დროსაც სამარტალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. თავდასხმის შედეგად სულ 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 მოქალაქე, 1 პოლიციელი და თვითონ თავდამსხმელი, 40-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სკოტლანდ-იარდმა ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა სამარტალდამცველები მას არ ასახელებენ. ამ დროისთვის ბრიტანეთის ხელისუფლება იძიებს, იყო თუ არა მამაკაცი "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი აზიური გარეგნობის, დაახლოებით 40 წლის მამაკაცი იყო და შავი სამოსი ეცვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თავდასხმის დროს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა ის მალევე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ გამოცემა The Independent ცოტა ხნის წინ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მამაკაცი აბუ იზზადინია, თუმცა შემდეგში ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, რადგან აღნიშნული სახელით მოქალაქე ციხეში სასჯელს იხდის. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერაქტის დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)