06:01 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 10:49:27, 1357 ნახვა

საზოგადოება
ყაზბეგზე ავტომანქანა ჯერ მგზავრთა გაჩერებაზე, შემდეგ კი გაზეთების ჯიხურებში შევარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მოხა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგარ გაზეთების ჯიხურებში შევარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი - მძღოლი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

არსებული ინფორმაციით, მძღოლი ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მან მკურნალობაზე უარი თქვა და კლინიკა დატოვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics