|
2017-03-23 10:11:46, 1796 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის ევროკავშირის ქვეყანაში ყოფნის დროს გააკონტროლებს
საბაჟო კონტროლის სისტემაში ცვლილებები ხორციელდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქის ევროკავშირის ქვეყანაში ყოფნის დრო გაკონტროლდება: „იუსტიციის სამინისტრომ შსს-სთან ერთად მუშაობს ამ საკითხზე. მოგეხსენებათ, როდესაც დღეს ადამიანი მიდის ვიზით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მისი შემოსვლის თარიღის დაფიქსირება კონტროლის მიზნით არ ხორციელდება. ანუ, ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას, საბაჟო გამსვლელ პუნქტებზე, როდესაც ადამიანი მიემგზავრება ევროპის მიმართულებით, იმ სამი თვის გასვლის შემდეგ, რომელიც გათვალისწინებულია უვიზო მიმოსვლის პროცედურებით, ჩაირთვება პროგრამის სპეციალური მექანიზმი და ინფორმირება მოხდება იუსტიციის და შს სამინისტროების, რომ ესა თუ ის პიროვნება ვადაში არ დაბრუნდა ქვეყანაში, სწორედ ამ დროს ჩვენ ცირკულარულად გავაგზავნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ ინფორმაციას და პროაქტიულად ჩვენი მხრიდან დავიწყებთ მოძიებას ამ ადამიანის, იმისათვის, რომ მიეწოდოს ინფორმაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მოხდება რეადმისიის პროცედურის დაწყება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დააფინანსებს ამ ხარჯებს, ხოლო შემდგომში თვითონ ამ ვადის დამრღვევ პიროვენბას დაეკისრება ეს ხარჯი. ეს მინდა ყველა ჩვენმა მოქალაქემ იცოდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიღწევა და ჩვენთვის მინშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნებთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ, 90 დღის გასვლის შემდეგ, აინთება წითელი სიგნალი ჩვენს საბაჟო სისტემაში, ჩვენ დავიწყებთ ინფორმაციის გაგზავნას ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში, რომელსაც ეხება უვზო მიმოსვლა და თვითონ ამ ქვეყნის შიდა პროცედურები დაიწყებენ ამ პიროვნებების მოძიებას და მათ რეადმისიის პროცედურას. ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა თავშესაფრის მოთხვონა ძალიან ბანალური მიზეზებით ნაკლებად იყოს შესაძლებელი. მინდა ყველა მოქალაქე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით გაემგზავრება, უვიზო მიმოსვლის წესებით იცოდეს ეს წინასწარ”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)