|
2017-03-21 22:30:44, 1713 ნახვა
საზოგადოება
ანა მარგველაშვილი: ბევრჯერ შეგვიმჩნევია, რომ მოგვდევენ და გვითვალთვალებენ
ბევრჯერ შეგვიმჩნევია, რომ მოგვდევდნენ და გვითვალთვალებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შვილმა ანა მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მარგველაშვილის თქმით, ის ნანობს, რომ ამ საკითხზე ხმა უფრო ადრე არ ამოუღია. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მისი მეგობრები და ახლობლები მუდმივად შიშობდნენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის ობიექტები გახდებოდნენ. „მას აფრთხილებდნენ, რომ უპირებდნენ დაჭერას, ჩადებას. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ სადღაც წავსულვართ და შეგვიმჩნევია, რომ მოგვდევენ და გვითვალთვალებენ. [მინდია გოგოჭურს, მიხეილ თათარიშვილს და თორნიკე კაჭარავას], ემუქრებოდნენ, დატოვეთ ქვეყანა, თორემ დაგიჭერთ, ჩაგიდებთ იარაღს, ნარკოტიკს“, - განაცხადა ანა მარგველაშვილმა. მისი განცხადებით, დღეს ის შიშები, რომლებიც მას ჰქონდა, გამართლდა. ანა მარგველაშვილის აზრით, დღეს ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებული პრობლემა სამართალდამცველებთან უკვე ძალიან ბევრ ადამიანს აქვს და ეს პრობლემა მხოლოდ მის ოჯახს არ ეხება.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)