|
2017-03-21 17:32:36, 1389 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრს სასჯელაღსრულების სამინისტროსგან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ სარეაბილიტაციო მომსახურების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან, მადლობის სიგელი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა სოციალურ მუშაკთა უმნიშვნელოვანეს როლს როგორც პენიტენციური სისტემის, ისე ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროცესში. ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა რანდელ ბაროუზმა ხაზგასმით აღნიშნა ის პროგრესი, რაც მიღწეულია საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა სარეაბილიტაციო მომსახურების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ათი სოციალური მუშაკი დააჯილდოვა. ღონისძიება ევროკავშირის EU4Justice: პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით განხორციელდა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო უწყება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა. აქტიური თანამშრომლობით წარმატებით მიმდინარეობს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამა; ასევე, 21 წლამდე ასაკის პირებისთვის განრიდება-მედიაციის პროგრამა. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.
(NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)