01:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-04 16:03:55, 343 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტრო: უპატივცემულობასა და უყურადღებობასთან დაკავშირებით გაჟღერებული ბრალდებები მიუღებელია

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის ღონისძიებაზე, მინისტრ მინდია ჯანელიძის არ დასწრებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, უწყებისთვის უპატივცემულობასა და უყურადღებობასთან დაკავშირებით გაჟღერებული ბრალდებები მიუღებელია.

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ 2 აპრილს გარდა დაკრძალვის ღონისძიებისა, თბილისში სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნა, რის გამოც, თავდაცვის მინისტრმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისვლა ვერ მოახერხა. თუმცა, მათივე ცნობით, დაკრძალვის ღონისძიებას უწყების მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

„2 აპრილს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნა.

მოგვიანებით, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

ამის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართეს თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან.

ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მთავრობის კანცელარიაში გამართეს შეხვედრა, რომლის შემდეგაც მინისტრებმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს და გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ამავე დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის ღონისძიებას, თავდაცვის სამინისტროდან ესწრებოდნენ: თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პოლკოვნიკები რომან ჯოხაძე და გიორგი კბილცეცხლაშვილი, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული წერილის თანახმად, 2008 წელს, საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ფრაგმენტები, რომელთა საშუალებითაც მოხდა იდენტიფიცირება „დნმ“-ის ანალიზის საშუალებით, აღარ ექვემდებარებოდა შემდგომში მათთან შენახვას და გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო.

რაც შეეხება ორგანიზებას, როგორც უწყებაში განმარტავენ, იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახის წევრებისთვის ყველა ასეთი პროცესი ძალიან მძიმეა, გადაწყდა, რომ მას მხოლოდ ოჯახის წევრები, სასულიერო პირები და თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნები დაესწრებოდნენ.

„გენერალური შტაბის ხელმძღვანელობამ გაიარა სათანადო კონულტაციები როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე სასულიერო პირებთან, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით განისაზღვრა შეტყობინების ჯგუფი, რომელმაც მოახდინა ყველა (42) სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრების ინფორმირება. ვინაიდან 42-ვე სამხედრო მოსამსახურის ცხედარი უკვე მიბარებული იყო მიწას და ყველა აუცილებელი წესიც (სამხედრო პატივით და ზალპით დაკრძალვა) დაცული იყო მათი დაკრძალვის დღეს. მოძღვრის რჩევით, ამჯერად წესის აგება არ ჩატარდა და მოხდა მხოლოდ მათი სულების მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდა. სხეულის ფრაგმენტების ჩასასვენებელი საფლავამდე საპატიო ყარაულმა მიაცილა. ეს არ იყო ნეშტის დაკრძალვის ცერემონია, განხორციელდა მხოლოდ დაღუპული გმირების ფრაგმენტების ძმათა სასაფლაოზე მიწას მიბარება. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახის წევრებისთვის ყველა ასეთი პროცესი ძალიან მძიმეა, გადაწყდა, რომ მას მხოლოდ ოჯახის წევრები, სასულიერო პირები და თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნები დაესწრებოდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს სამშობლოსათვის თავდადებული გმირების პატივისცემა, მათ ოჯახებზე ზრუნვა. სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან არასდროს რჩება ყურადღების მიღმა მათთან დაკავშირებული უმნიშვნელო საკითხებიც კი. თავდაცვის მინისტრი ფაქტიურად პირადად იცნობს ამ ოჯახების წარმომადგენლებს და ამიტომაც, უწყებისთვის მიუღებელია გაჟღერებული ბრალდებები უპატივცემულობასა და უყურადღებობასთან დაკავშირებით. ვერ და არ მივიღებთ ამ ბრალდებას, ვინაიდან სწორედ გმირების ოჯახებზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური საფიქრალია“, - ნათქვმია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics