|
2017-03-21 12:57:55, 1307 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიოში მოსახლეობის ბედნიერების ინდექსით, საქართველო 125-ე ადგილზეა
მსოფლიოში მოსახლეობის ბედნიერების ინდექსით საქართველო 125-ე ადგილზეა, - ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. World Happiness Report-ის რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს. ლიდერების სიაში ასევე დანია და ისლანდია შედიან და 2-3 ადგილს ინაწილებენ. 10-ეულში ასევე შედიან: შვეიცარია, ფინლანდია, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი. როგორც Deutche Welle წერს, ამერიკის შეერთებული შტატები ის ქვეყანაა, სადაც ბედნიერების ინდექსი ყოველწლიურად იკლებს. რეიტინგიდან ირკვევა, რომ გერმანიის მოსახლეობა ბედნიერების ინდექსით მე-16 ადგილზეა, აშშ - მე-14, ამასთან, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამერიკელების შემოსავალი ყოველწლიურად იზრდება, მათი ბედნიერების ინდექსი იკლებს. უკრაინა კი 132-ე ადგილს იკავებს, ბელარუსი 67-ე, ყაზახეთი 60 ადგილს იკავებს, ხოლო რუსეთი 49-ე ადგილზეა. World Happiness Report-ის მკვლევარებმა, ის 3 ქვეყანაც დაასახელეს, სადაც მოსახლეობის ბედნიერების ინდექსი ყველაზე დაბალია. ესენია: ტანზანია - 153 ადგილი, ბურუნდი 154 ადგილი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 155 ადგილი. მედია საშუალების ინფორმაციით, World Happiness Report რეიტინგი გაერო-ს დაკვეთით მომზადდა. საკვლევ პერიოდად 2014-2016 წლები იყო არჩეული. მკვლევარებმა რეიტინგი იმის მიხედვით შეადგინეს, თუ რამდენად ენდობა მოსახლეობა მთავრობას, რამდენად კარგ პირობებში ცხოვრობს, როგორია სიცოცხლის ხანგრძლივობა, საქველმოქმედო საქმიანობის არსებობა და მთავრობის მხრიდან სოციალური დახმარება.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)