01:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-04 15:23:06, 310 ნახვა

პოლიტიკა
დავით საგანელიძე საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მემორანდუმზე საპარლამენტო კომისიის შექმნის წინააღმდეგია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მემორანდუმის საკითხზე, საპარლამენტო კომისიის შექმნის წინააღმდეგია.

ამის შესახებ საგანელიძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც საგანელიძემ აღნიშნა, მას არასწორად მიაჩნია ყველა იმ საკითხზე კომისიის შექმნა, რომელსაც ოპოზიცია წამოჭრის.

„არ მგონია, რომ ყველა საკითხზე, რასაც ოპოზიცია წამოჭრის პარლამენტმა სასწრაფოდ კომისიები უნდა შექმნას, ეს იქნება უსასრულო და გაუთავებელი კომისიების კასკადი. ეს წარმოუდგენელი თემაა. ასევე, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არ არის ის თემა, რომელზეც ახლა კომისია უნდა შეიქმნას. თუ სასაუბრო იყო ეს თემა, კომისია თავის დროზე უნდა შექმნილიყო და არა მაშინ, როდუნდა შეიქმნას. ამის მომხრე არ ვარ“, - განაცხადა საგანელიძემ.

საკითხზე კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის გაუგებარია რას ითხოვენ „თავისუფალი დემოკრატები“ საგამოძიებო, თუ სპეციალური კომისიის შექმნას.

„ეს მოთხოვნა არ არის დაყენებული ოფიციალურად. ისიც კი ვერ გავიგეთ, ითხოვს საგამოძიებო კომისიას თუ უბრალოდ კომისიას. აქედან გამომდინარე, როცა შემოვა ეს განცხადება, ამის შემდეგ გვექნება პარლამენტში ამ საკითხზე საუბარი“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

ცნობისთვის, „თავისუფალი დემოკრატები“ საჰაერო უსაფრთოების შეთანხმებასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

ალასანიას თქმით, პარტიის მოთხოვნაა, პარლამენტში შექმნილმა კომისიამ შეისწავლოს თუ რატომ არ მოწერა ხელი საფრანგეთში ამ ხელშეკრულებას.  

„რადგან  ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და ღიად, ამ პოლემიკაში დეტალურად მე ვერ შევალ პრემიერ-მინისტრთან, ჩვენი პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ უახლოეს პერიოდში შეიტანენ პარლამენტში შესაბამის მოთხოვნას, რომ შეიქმნას დროებითი კომისია,  რომელიც შეისწავლის რა პირობებში, როგორ დაიდო ეს მომეორანდუმი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან და რა დააკლდა ჩვენს ქვეყანას იმით, რომ 6 თვის ვადის ამოწურვის შემდეგ არ არის გაფორმებული ეს შეთანხმება. ამის შესწავლის შემდეგ, „თავისუფალი დემოკრატები“ უკვე საზოგადოებას მიმართავენ, როდესაც დაიდება ეს დასკვნა, რასთან გვაქვს საქმე.  ვიდრე პოლიტიკურ სრულ უნდობლობას გამოვუცხადებთ პრემიერ-მინისტრს, მე მინდა ასეთი შესწავლა საქართველოს პარლამენტმა ჩაატაროს“, – აღნიშნა ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics