10:17 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 14:42:20, 724 ნახვა

სხვადასხვა
პრემიერი მესაზღვრეებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი დღეს საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ომალოს  სასაზღვრო სექტორზე იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილი  შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მე-5 სამმართველოს (ლაგოდეხი) მე-7 სასაზღვრო სექტორის მესაზღვრეებს შეხვდა და მათ  სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს  წინასწარ მიულოცა მესაზღვრის დღე, რომელიც 21 მარტს აღინიშნება. მან მადლობა გადაუხადა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის, სამშობლოს დაცვისთვის, ვაკაცობისა და ამტანობისთვის.

"თქვენ დგახართ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და საქართველოს მიწა-წყალს იცავთ. არ არსებობს ამაზე საპატიო მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული გუშაგები. საქართველოს სახელით, მადლობას გიხდით სამშობლოს სამსახურისთვის,  ჩვენი სიმშვიდისთვის. გისურვებთ დღეგრძელობას, საქართველოს გაძლიერებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას,"- განაცხადა პრემიერმა მესაზღვრეებთან შეხვედრისას.

დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიკლოში იმ მესაზღვრეებს შეხვდა, რომლებიც  N7 სასაზღვრო სექტორის დროებით სასაზღვრო პოსტზე მსახურობენ. გიორგი კვირიკაშვილმა მათ ასევე მიულოცა პროფესიული დღესასწაული.

შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ხუთწლიან მოდერნიზაციის, სტანდარტიზაციისა და უნიფიკაციის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, ინფრასტრუქტურის განახლებას, საზღვაო ფლოტისა და ავიაციის საშუალებების მოდერნიზაციას. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, განახლდა სატრანსპორტო საშუალებები, პერსონალური აღჭურვილობა, გაუმჯობესდა  სასაზღვრო პოლიციის კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემები.

თუშეთში მყოფი პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, იწყება თუშეთის გზის მშენებლობა, რაც უმნიშვნელოვანესია მთა–თუშეთის განვითარებისთვის; ხორციელდება მთელი რიგი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად; ასევე დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics