01:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-18 16:33:26, 2397 ნახვა

მსოფლიო
„ორლის“ აეროპორტში მომხდარ თავდასხმამდე, პარიზის ჩრდილოეთით კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა

„ორლის“ აეროპორტში მომხდარი თავდასხმა შესაძლოა, პარიზის ჩრდილოეთით პოლიციისთვის მოულოდნელ ცეცხლის გახსნას უკავშირდებოდეს.

როგორც BBC წერს, დღეს დილით 7 საათზე პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში პოლიციამ მანქანა გააჩერა და მძღოლს საბუთების წარდგენა სთხოვა.

საბუთების წარდგენისთანავე მძღოლმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა,  სხვა მანქანა გაიტაცა და გაიქცა.

„ორლის“ აეროპორტში კი, რომელიც პარიზის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს სამხედრო პოლიციაზე თავდასხმა 90 წუთის შემდეგ -  8:30-ზე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ გატაცებული მანქანა „ორლის“ აეროპორტის ავტოსადგომზე აღმოაჩინეს. მასში საბუთები და სისხლიანი სამოსი იყო.

შეგახსენებთ, რომ „ორლის“ აეროპორტში სროლის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. მას უსაფრთხოების სამსახურმა მაშინ ესროლა, როცა პოლიციელისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა. 

მომხდარის გამო "ორლის" აეროპორტი დაიხურა, რადგან უსაფრთხოების სამსახურის თქმით, შემთხვევა მგზავრებისთვის ექსტრემალურად საშიში იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics