|
2017-03-17 17:42:58, 1810 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პიტერ სიიარტოსთან შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებების შესახებ გაამახვილა ყურადღება, დაგმო აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის მხრიდან დამატებითი შეიარაღების შეტანა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჯარისო შენაერთების გაერთიანებასთან დაკავშირებული ე.წ ხელშეკრულება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ისაუბრეს ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების უფრო ეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით, იმისთვის რომ ოკუპაციის და მსგავსი უსამართლობის შემთხვევები ერთობლივი მუშაობით ეფექტიანად დაიძლიოს. საქართველოს პრეზიდენტმა უნგრულ მხარეს მადლობა გადაუხადა ასევე უნგრეთის იმ მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რომელიც ამ ქვეყანამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეიტანა. შეხვედრისას საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხს, საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ეკონომიკურ-სავაჭრო, კულტურულ და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)