|
2017-03-17 17:17:06, 1594 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: კომისიის სხდომაზე პოზიტიურად შეფასდა 2016 წლის სტრატეგიული კომუნიკაციის გავლილი ეტაპი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო არის ყველაზე წინ წასული ქვეყანა, რომელიც ევროკავშირიდან და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან წამორებულ დახმარებას მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს. მინისტრის ინფორმაციით, ნატოსა და ევროკავშირის კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასება მიიღო. მისივე თქმით, კომისიის წევრებმა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების სტრატეგიული კომუნიკაციების სამთავრობო დოკუმენტს მხარი დაუჭირეს. როგორც დოლიძემ აღნიშნა, დოკუმენტზე მუშაობის პროცესში შესაბამისი უწყებები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართული. „დღეს გვქონდა ევროპასთან ინტეგრაციის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივი სხდომა. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების სტრატეგიული კომუნიკაციების სამთავრობო დოკუმენტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენი საზოგადოებისთვის. კერძოდ, ცნობირების ამაღლების კუთხით და მათთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით, იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება როგორც ევროპულ ასევე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი დავამტკიცეთ, რომელიც უკავშირდება 2017 წლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით. ძალიან პოზიტიურად შეფასდა 2016 წლის სტრატეგიული კომუნიკაციის გავლილი ეტაპი. რა თქმა უნდა ვიმსჯელეთ, როგორც ნატოს ასევე ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე. გვესწრებოდნენ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წევრები, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)