2017-03-17 15:40:21, 2230 ნახვა
სამართალი
ბათუმის ინცინდენტში მონაწილე პირების სასამართლო პროცესი გრძელდება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმში განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების სასამართლო პროცესი გრძელდება.
4 ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით, 250 ლარის ჯარიმა შეეფარდა, ხოლო კიდევ ერთ პირს 300 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
მოსამართლის განცხადებით, ჯარიმებს შორის განსხვავება ბრალდებულების აღიარებითმა ჩვენებებმა გამოიწვია.
რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ 6 პირს, მათი პროცესები საქალაქო სასამართლოში საღამოს 5 საათზეა ჩანიშნული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან