23:06 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 11:19:22, 1729 ნახვა

პოლიტიკა
ენმ-მ თემატური სამუშაო ჯგუფები დააკომპლექტა და მიმართულების ხელმძღვანელები განსაზღვრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრა, რომელიც საბჭოს კონკრეტულ წევრებს მათთვის სასურველ თემატურ სამუშაო ჯგუფებში აერთიანებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, სხდომაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს მიმართულების ხელმძღვანელებიც.

სხდომას 2017 წლის პარტიის ყრილობასა და შემდგომ, რაიონულ კონფერენციებზე არჩეული პოლიტიკური საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

როგორც ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, პარტიაში დაწყებული პროცესები მეტი ჩართულობისა და ღიაობის საწინდარია, რაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებსა და მათ ხელმძღვანელებს:

საგარეო ურთიერთობათა მიმართულებას სალომე სამადაშვილი უხელმძღვანელებს, ეკონომიკურ მიმარათულებას - რომან გოცირიძე, სამართლებრივი საკითხები - ლევან ბეჟაშვილი, ადამიანის უფლებები - მირდატ ქამადაძე, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები - პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტიკური მიმართულება - აკაკი მინაშვილი, რეგიონული მიმართულება - დავით კირკიტაძე, სტრატეგიულ კომუნიკაციების განსაზღვრას - ნინო კალანდაძე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერობა - კოტე იოსელიანი, განათლებას და მეცნიერებას - მარიკა გერსამია, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა - გიორგი პატარია, თავდაცვისა და უშიშროების მიმართულებას გიორგი ბარამიძე, კრეატივი და ინოვაციები - ნინო ლაპიშვილი, ანტიკორუფციულს - გიორგი ონიანი, კულტურას - გიორგი როინიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics