|
2017-03-16 17:41:43, 1761 ნახვა
პოლიტიკა
პატიმრების შეწყალება და მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის დისკრეციად რჩება
პატიმრების შეწყალება და მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის დისკრეციად რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე თემატურმა ჯგუფმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის ინფორმაციით, ჩანაწერი, რომ შეწყალების საკითხი კანონით მოწესრიგდეს, კონსტიტუციის პროექტში აღარ იქნება. „გიდასტურებთ, სამუშაო ვარიანტში კონსტიტუციაში შედიოდა ასეთი ცვლილება, რომ კანონით განისაზღვრებოდა შეწყალების წესი, თუმცა კომისიაზე იყო ამ საკითხზე მსჯელობა. კომისიის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოთქვა მოსაზრება, ვინაიდან ეს არის პრეზიდენტის სრული დისკრეცია, დღესაც ეს კანონით არ წესრიგდება, არამედ პრეზიდენტის აქტით რეგულირდება, ეს დარჩეს ისე, როგორც არის მოქმედი კანონმდებლობით და საბოლოო ჯამში მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ჩანაწერი, რომ შეწყალების საკითხი კანონით მოწესრიგდეს, აღარ იქნება კონსტიტუციის პროექტში. რაც შეეხება მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ესეც რჩება პრეზიდენტის დისკრეციად, ამ შემთხვევაში კონსტიტუციაში გაჩნდება დათქმა, რომ კანონით განსაზღვრული წესით, პრეზიდენტი მაგალითად ანიჭებს მოქალაქეობას, მაგრამ ის რაც კანონით არ წესრიგდება, ასეთი დათქმა კონსტიტუციის კანონის პროექტში აღარ იქნება",-აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)