|
2017-03-16 12:29:44, 1633 ნახვა
პოლიტიკა
პარტია „ევროპული საქართველო“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით გამოდის
პარტია “ევროპული საქართველო” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით გამოდის. როგორც "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ,,ქართული ოცნების” 5-წლიანი მმართველობის შედეგები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე მძიმედ აისახა. ჭიაბერაშვილის თქმით, სახეზეა ეკონომიკური სტაგნაცია, ფასების ზრდა, ცხოვრების გაძვირება. მოქალაქეთა უმრავლესობას აწუხებს უმუშევრობა, დაბალი შემოსავლები, გაზრდილი ხარჯი. "მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდა ასიათასობით ოჯახმა იგრძნო საკუთარ შემოსავლებზე. ამან კიდევ უფრო დაამძიმა მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა, რომელიც ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, მოქალაქეთა შემოსავლების მატების ძირითადი წყარო უნდა იყოს. ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა 2 ძირითად პრინციპს - გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა. პროგრამის 7 პუნქტი გულისხმობს, რომ:
მისივე თქმით, პარტიის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება ათასობით მაღაზიას, კვების ობიექტს, საშენი მასალების მცირე საამქროს, საცხობს, სილამაზის სალონის, მანქანის სახელოსნოს, სახერხსა და სხვა წვრილ საწარმოს, აგრეთვე, გარე მოვაჭრეებს შეღავათს მისცემს. "ჯამში, შედეგად მოგვცემს: ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, კეთილდღეობის ზრდას", - აღნიშნა მან.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)