22:08 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 10:28:57, 1759 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგას არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ არაოფიციალურ ვახშამზე თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმს უმასპინძლა, რომელიც ბათუმს რამდენიმე საათით ეწვია.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მიმდინარე წელს დაგეგმილი მეორე სხდომის მოსამზადებელ სამუშაოებზე. 

„გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ უმასპინძლოს მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომას, რომელიც, ამავდროულად, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნება.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ ელოდება გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ სახელმწიფო მეთაურთა სამიტის ფარგლებში, რომელიც 22 მაისს სტამბოლში გაიმართება" - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics