06:48 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 17:30:21, 1719 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ელჩს იან კელის შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს სტრატეგიული პროექტების დაფინანსება.

ყურადღება გამახვილდა იმ მიმართულებებზე, რომლებიც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, დემოკრატიული ინსტიტუციების, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორების მხარდაჭერას.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე სამთავრობო რეფორმებზე, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დაჩქარება წარმოადგენს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება წარმატებული მოლაპარაკების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან აწარმოა თანამშრომლობის ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ფონდის სამწლიანი პროგრამა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდასაჭერად იქნა ინიცირებული. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ფონდის ახალი პროგრამა არის არა მხოლოდ სრული ნდობის გამოცხადება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი, არამედ ის სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილ ვიზიტზე აშშ-ში, რომლის დროსაც ის მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის ახალი სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics