|
2017-03-12 00:58:22, 2098 ნახვა
სამართალი
ზურაბ პატარაძე: მაქსიმუმ 1 საათში მოხდება დაკავებულების გათავისუფლება
მაქსიმუმ 1 საათში მოხდება დაკავებულების გათავისუფლება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შს მინისტრისგან პირობა მიიღო, რომ დაკავებულები უახლოეს საათებში გათავისუფლდებიან. ცნობისთვის, ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ამ წუთებში აქცია იმართება. აქ შეკრებილები დღეს, ბათუმში დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები თანამდებობიდან აჭარის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის კახა ბუხრაძის გადაყენებასაც მოითხოვენ. მათი განცხადებით, სწორედ ბუხრაძის დანიშვნის შემდეგ ქალაქში მძღოლების მიზანმიმართული დაჯარიმება დაიწყო. კახა ბუხრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. თავდაპირველად, „ბათუმი პლაზასთან“ ადგილობრივებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დააკავეს. საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რის შემდეგაც აღნიშნულმა მძღოლმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მას გამოესარჩლა მეორე მოქალაქე და ორივე მათგანი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტს ბათუმში ხალხმრავალი აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს უსაფუძვლოდ აჯარიმებს. მოქალაქეების თქმით,ბოლო პერიოდში, სამართალდამცავები ზედმეტად აგრესიულად იქცევიან, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელობა შეიცვალა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
FT: ტრამპის მეგობარი რუსულ „ნოვატეკს“ დაეხმარა ალასკაში სტრატეგიული თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის მშენებელ ამერიკულ კომპანიაზე კონტროლის მოპოვებაში
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)