|
2017-03-11 16:45:49, 2159 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და 11 მოსამართლის გადადგომას ითხოვს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების, ასევე სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის აქცია-კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მან მოსამართლეებს „სამარცხვინო გამყიდველები“ და „მონები“ უწოდა. „ჩვენ დღეს მოვითხოვთ ჩამოთვლილი სამარცხვინო გამყიდველების გადადგომას. ესენი არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე; მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მზია თოდუა, ზურაბ ძლიერიშვილი, ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე, გიორგი შავლიაშვილი, ნატალია ნაზღაიძე, ნათია გუჯაბიძე და შორენა ყაველაშვილი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ხალხი წავიდეს სასამართლოდან. ისინი არ ასრულებენ კონსტიტუციურ ფუნქციას. ისინი არიან გაყიდული მონები და მათი ადგილი არ არის სასამართლოში”, - განაცხადა გვარამიამ და სტუდენტებს მოუწოდა, ამ მოსამართლეების ლექციებს და არ დაესწრონ. „არც ერთი ეს ადამიანი არ შეიძლება შედიოდეს სტუდენტებთან და წამლავდეს მათ თავისი ტყუილებით. არ შეიძლება სტუდენტებს და შემდეგ თაობებს უკითხავდნენ ლექციებს ადამიანები, რომლებიც სრულიად სამარცხვინოდ, მონურ მდგომარეობაში იმყოფებიან. მოვუწოდებ ყველა სტუდენტებს არ შევიდნენ მათ ლექციებზე, პროტესტი და ბოიკოტი გამოუცხადონ ყველა ამ ადამიანს, უარი უთხრას მათ ლექციებს, ამ უწესო ადამიანებს და მონებს, რომლემაც გაყიდეს ქართული მართლმსაჯულება და რომლებსაც ევროპულმა სასამართლომ უთხრა, რომ დიახ, თქვენ არ ხართ სასამართლო, თქვენ ხართ ჯიბის მოსამართლეები და არ ახორციელებთ მართლმსაჯულებას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ამასთან, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, ყველა პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს: ”დღეს ჩვენ ვზეიმობთ ძალიან დიდი გამარჯვებას, უმნიშვნელოვანეს, მაგრამ ერთ ბრძოლაში. ომი დამთავრებული არ არის. ჩვენი ომი უთანასწოროა. ჩვენ წინააღმდეგ არის ბევრი ფული, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგ არ არის სიმართლე. სიმართლე ჩვენ მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ. მეგობრებო, დღევანდელი დღე არის მთლიანად ქართველი ხალხის დამსახურება, ქართველი ხალხის, ვისაც შეიძლება მოსწონს „რუსთავი 2“ ან არ მოსწონს”, მაგრამ მოსწონს სიმართლე და ყოველთვის იმის მხარესაა, ვის მხარესაც სიმართლეა. რაც მთავარია ქართველ ხალხს არ მოსწონს, რომ ჩვენ გადავუხვიეთ ევროპული გზიდან, არ მოსწონს, რომ ჩვენ არ მივდივართ სიმართლის გზით. ძალიან მნიშვნელოვანი რამე მოხდა ამ დღეებში, როდესაც ჩვენ არ წავედით ევროპისკენ ევროპა წამოვიდა ჩვენსკენ. დღეს არის ევროპული დემოკრატიის გამარჯვების და ზეიმის დღე. დღეს არის იმ ძალების დამარცხების დღე, რომლებიც სხვაგან ექაჩებიან ამ ქვეყანას“, - აღნიშნა გვარამიამ. ცნობისთვის, პარლამენტის შენობის წინ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)