06:22 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 14:12:32, 2114 ნახვა

სამართალი
ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ ზაზა პაპიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე საუბრობს

ადვოკატთა ასოციაცია  ადვოკატ ზაზა პაპიძესთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პაპიაშვილის მიმართ  განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზეა საუბარი.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია აღიარებს მხარეთა თანასწორობის პრინციპს, მაგრამ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები  ვერასოდეს  გაითავისებენ აღნიშნული ნორმის მნიშვნელობას, სანამ მასიურად არ მოხდება მათი დაპატიმრება ადვოკატის საქმიანობაში ჩარევის გამო.

ადვოკატ ზაზა პაპიძეს, მტკიცებულების მოპოვების მიზნით, რამდენიმეჯერ  ჰქონდა გასაუბრება უზბეკეთის მოქალაქე ვინმე „ნულოფენთან“, რომელსაც  საქართველოში ბინადრობის უფლება აქვს და საქმესთან დაკავშირებით, სავარაუდოდ ფლობს მთელ რიგ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ვინაიდან გამოსაკითხი პირი კარგად ვერ ფლობს  ქართულ ენას, ადვოკატი შეუთანხმდა ზემოთხსენებულ პირს, რომ მ/წ 5 მარტს იგი შეხვდებოდა მას თარჯიმანთან ერთად და გამოკითხავდა მას, რაზედაც უზბეკეთის მოქალაქემ განაცხადა თანხმობა, შეხვედრის დრო განისაზღვრა დაახლოებით დღის 4-5 საათისთვის. როგორც ადვოკატი განცხადებაში აღნიშნავს, ხსენებული გამოსაკითხი პირი ცხოვრობს ქ. ბათუმში გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს ნაქირავებ კერძო სახლში, ანდრია პირველწოდებულის  გზატკეცილის N1 შესახვევში, სახლი N17 სადაც შეთანხმებისამებრ უნდა შემდგარიყო  შეხვედრა.

დათქმულ დროს, ადვოკატის  იქ მისვლისას მას დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ მისულნი ავტომანქანით, კერძოდ „მერსედეს“ C კლასი სახელმწიფო ნომრით AMS 759.

პოლიციის თანამშრომლებმა ადვოკატი ზაზა პაპიძე არ შეუშვეს  გამოსაკითხ პირთან და განუცხადეს, რომ არანაირი შეხვედრა არ შედგებოდა და რომ გამოსაკითხი პირი ადვოკატს არანაირ ინფორმაციას არ მიაწვდიდა. თუ ადვოკატი გაჯიუტდებოდა  გადაიყვანდნენ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და მას ნარკოტიკი აღმოაჩნდებოდა. ადგილზე, პოლიციის  თანამშრომლებიდან იმყოფებოდა  ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი ვაჟა ბურკენაძე და მასთან თანმხლები ორი პირი, რომლებმაც თავიანთი ვინაობა არ გაუმხილეს ადვოკატს, რომლებიც  ადვოკატს  მიმართ გამოხატავდნენ  შეურაცხყოფას და  და მუქარას“,-ნათქვამია განცხადებაში.

ზაზა ხატიაშვილს მიმაჩნია,  რომ ზემოთხსენებული ფაქტები სავარაუდოდ შეიცავს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

„ კერძოდ, დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით,  ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა. ამავდროულად პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელდა ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების  გადამეტება, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული ქმედებები ასევე წინააღმდეგობაში მოდის გაეროს ძირითად პრინციპებთან ადვოკატის როლის შესახებ (1990).

შეგახსენებთ, რომ  გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ ადგენს შემდეგს, კერძოდ მე–16 მუხლის თანახმად:

“ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ადვოკატებს (ა) შეუძლიათ, შეასრულონ თავიანთი პროფესიული ფუნქციები დაშინების, დაბრკოლების, შევიწროების ან უადგილო ჩარევის გარეშე; (ბ) აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ და გაუწიონ კონსულტაცია თავიანთ კლიენტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც; (გ) არ განიცდიან და არ ემუქრებათ სამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული, ეკონომიკური ან სხვა სანქციები აღიარებული პროფესიული მოვალეობების, სტანდარტების და ეთიკის შესაბამისად მოქმედებისას”.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვ ყველა პოლიციელის უმკაცრესად დასჯას, რომლებიც მონაწილეობდნენ ადვოკატ ზაზა პაპიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში“,-აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება ადვოკატ ზაზა პაპიძის საადვოკატო საქმიანობაში უხეში ჩარევისა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების ირგვლივ და პასუხისგებაში მიცემულ იქნან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩამდენი პოლიციელები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics