|
2017-03-06 21:39:26, 2247 ნახვა
სამართალი
ბონდო მძინარაშვილი: „რუსთავი2“-ის გადაცემა „60 წუთი“ მაშინდელ მაღალჩინოსნებს ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებდა
ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „ხალხის პოლიტიკა“ ჟურნალისტმა ბონდო მძინარიშვილმა სკანდალურ ფაქტზე ისაუბრა. მისი თქმით, დავით დვალის მფლობელობაში ყოფნის დროს, „რუსთავი2“-ის გადაცემა „60 წუთი“ მაშინდელ მაღალჩინოსნებს მათივე ოჯახის წევრებზე გადაღებული ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებდა. „თქვენ ბრძანეთ, რომ 2004 წლამდე მანამ, სანამ თქვენ მფლობელობაში იყო „რუსთავი2“, ის იყო თავისუფალი სიტყვის მებაირახტრე. თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ პროექტებზეც, რომელიც ხორციელდებოდა მაშინდელ ტელევიზიაში. ვგულისხმობ მაგალითად გადაცემა „60 წუთს“. ამ გადცემაში მაშინდელი რკინიგზის ხელმძღვანელს დასდეს ბრალი, შემდგომ სასამართლომ რკინგზის ხელმძღვანელი ჩხაიძე გაამართლა და „რუსთავი2“-ს მოუწია ბოდიშის მოხდა. ამ გადაცემაში დასდეს ბრალი კულტურის მინისტრს რიტუალურ მკვლელობაში, ვალერი ასათიანმა იჩივლა, გაამართლა სასამართლომ და მოიხადა რუსთავი2-მა ბოდიში. ეს გადაცემა გოგიჩაიშვილის 60 წუთი, აშანტაჟებდა მაშინდელ მაღალჩინოსნებს და ეუბნებოდა, თუ ის კონკრეტულად რაღაცას არ გააკეთებდა, გამოუქვეყნებდა მათი ოჯახის წევრებზე გადაღებულ ფარულ ჩანაწერებს. მე არ დავასახელებ ადამიანს იმიტომ, რომ გარდაცვლილია“,-მიმართა ბონდო მძინარაშვილმა „რუსთავი2“-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ დავით დვალს, რომელიც გადაცემას ჩაერთო. დვალმა კი უპასუხა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ არ იცის: „მებაირახტრე არ მითქვამს. დღევანდელები იჩემებენ მაგას.არვიცი ამ ფაქტის შესახებ. რასაც მაშინ ვაკეთებდით, ვაკეთებდით ჩვენი რწმენით. მე არ ვამბობ, რომ შეცდომა არ დაგვიშვია. მაგ გადაცემისთვის ჩვენ სასამართლოში დავისაჯეთ, თუარ ვცდები 50 000 ლარი დაგვეკისრა და ბოდიშის მოხდა დაგვეკისრა, რადგან სრულიად მართლები იყვნენ ის მხარე, რომელმაც გვიჩივლა. მთავარია ცენზურა არ იყოს და იყოს სისტემა რეგულაციის ქვეყანაში, რომელიც დასჯადს გახდის დანაშაულს ჩადენილს თუნდაც ჟურნალისტის მიერ. იყო შეცდომები, მაგრამ ეს არ იყო არავის კარნახით“,-აღნიშნა დავით დვალმა.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)