|
2017-03-02 19:51:33, 2906 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა მარინ ლე პენს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა
ევროპარლამენტმა საფრანგეთის "ნაციონალური ფრონტის“ ლიდერს, მარინ ლე პენს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. "ნაციონალური ფრონტის" ლიდერისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც პოლიტიკოსმა 2015 წელს Twitter-ზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილი ძალადობის აქტების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. მათ შორის იყო, ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის სიკვდილით დასჯის ამსახველი კადრებიც. ამის გამო ლე პენის წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება დაიწყო, თუმცა აქამდე პრეზიდენტობის კანდიდატს, ევროპარლამენტის სადეპუტატო იმუნიტეტი იცავდა. ამასთან, მას ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივ გამოყენებაშიც ადანაშაულებენ. ფრანგული კანონმდებლობით, მსგავსი ფოტოების გასაჯაროება სამწლიან პატიმრობას ან 75 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მარინ ლე პენისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. ცნობისთვის, მარინ ლე პენი "ნაციონალურ ფრონტს" 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. პოლიტიკოსს ევროპარლამენტში იმუნიტეტი 2013 წელსაც მოუხსნეს. მაშინ პარლამენტარები მას რასობრივი სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებდნენ. საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 2017 წლის აპრილ-მაისშია დაგეგმილი. ლე პენის გარდა, არჩევნებში მემარჯვენე პარტიის "რესპუბლიკელების" კანდიდატი ფრანსუა ფიიონი და მოძრაობის "წინ!" ლიდერი ემანუელ მაკრონი მონაწილეობენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)