04:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 18:31:09, 2646 ნახვა

ეკონომიკა
ბაკურიანისა და დიდი მიტარბის სივრცით-ტერიტორიული განვითარების პროექტი განიხილეს

ბაკურიანისა და დიდი მიტარბის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სამუშაო პროექტი განიხილეს ბაკურიანში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს, ,,არქიტექტურული ბიუროს“,   ადგილობრივი თვითმმართველობის, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა  ბაკურიანი-მიტარბის ტურისტული და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი სადაბო ცენტრის შექმნა, სატრანსპორტო ქსელის განვითარება და დახვეწა, საზოგადოებრივი სივრცეების ჩამოყალიბება, ზამთრისა და ზაფხულის აქტივობების ოპტიმიზაცია, ფეხმავალთა და ველობილიკების მოწყობა, საინჟინრო ქსელების სრულყოფა, მყარი ნარჩენების მართვა და სხვა.

სპეციალისტებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად  იმსჯელეს ჩატარებული წინასაპროექტო კვლევებისა და მათ საფუძველზე შემუშავებული ბაკურიანი-მიტარბის პერსპექტიული განვითარების ხედვაზე, დეტალურად განიხილეს გეგმარებითი დავალების სამუშაო ვერსია და ბაკურიანის განვითარების ძირითად მიმართულებებზე მოსაზრებები გამოთქვეს. დისკუსიის პროცესში ასევე იმსჯელეს პერსპექტიული ტერიტორიული განვითარების შეზღუდვების საკითხზეც.

ბაკურიანისა და დიდი მიტარბის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციას შპს ,,არქიტექტურული ბიურო“  ამუშავებს, რომელმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2016 წელს გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.   კომპანიამ უკვე დაასრულა და ეკონომიკის სამინისტროსთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეათანხმა პირველი ეტაპის სამუშაოები.

ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშოების  შეთანხმების პროცესი ბორჯომის მუნიციპალიტეტთან.
ბაკურიანი/დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება   2017 წლის  სექტემბერში დასრულდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics