04:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 16:55:04, 2807 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: აქტიურად ვთანამშრომლობთ სავალუტო ფონდთან, რათა ჩვენი საგადასახადო პოლიტიკა ფონდის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იყოს

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ დეპარტამენტთან, ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს, რათა ჩვენ მიერ შემუშავებული საგადასახადო პოლიტიკა, სრულ შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინადადებებთან და რეკომენდაციებთან", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსისვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ იქნა შეთანხმება მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასა და 2017 წელს განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე, მათ შორის, მოგების გადასახადისა და შემოსავლების მობილიზების კუთხით გატარებულ რეფორმებზე, ხარჯების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელთა მთავარი მიზანიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ბიზნესის მხარდაჭერა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.

როგორც დიმიტრი ქუმსისვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მთავრობას დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics