|
2017-03-01 15:25:25, 1285 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე გაეროს უმაღლეს კომისარ ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა
ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გაეროს უმაღლეს კომისარს, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს საქართველოს მხარდაჭერისთვის და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის საკითხში მისი პრინციპული პოზიციისთვის. მაღალი შეფასება მიეცა კომისრის მიერ 2016 წლის სექტემბერში ადამიანის უფლებათა საბჭოზე გაჟღერებულ მკაფიო გზავნილს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის დაშვების აუცილებლობაზე. მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა უმაღლეს კომისარს საქათველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის შეხვედრაზე ხაზი გაესვა ცხინვალის რეგიონისათვის სახელის გადარქმევაზე დანიშნულ ე.წ. რეფერენდუმის და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვისა და შემცირების საკითხს, რაც მხარეების შეფასებით კიდევ უფრო გაართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ასევე რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოადგენს საქართველოს რეგიონების მაქსიმალურ იზოლაციისა და ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს. მინისტრმა უმაღლეს კომისარს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობა. უმაღლესმა კომისარმა თავის მხრივ საქართველოს მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა საბჭოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და განაცხადა რომ იგი მომავალშიც, ყველა საერთაშორისო ფორმატში განაგრძობს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს ინტერესების დაცვას. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უმაღლესი კომისარი საქართველოში მიიწვია. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)