02:46 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 12:44:09, 2470 ნახვა

ეკონომიკა
საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

16 მარტიდან საგადახდო მომსახურების პროვაიდერები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული ახალი წესის მიხედვით დარეგისტრირდებიან.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი რეგულაცია, ერთის მხრივ, აწესებს ახალ მიდგომებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით და, მეორეს მხრივ, განსაზღვრავს პროვაიდერთა რეგისტრაციისა და რეგულირების სამართლებრივ ჩარჩოს.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პროვაიდერების მიმართ დადგინდა მოთხოვნები მომხმარებელთა საჩივრების მიღების წესისა და მათი განხილვის  ვადების შესახებ. კერძოდ, წესის მიხედვით, პროვაიდერს განესაზღვრა არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადა მომხმარებლის საჩივარზე რეაგირებისთვის.

დოკუმენტი, ასევე, განუსაზღვრავს პროვაიდერს მომხმარებლის ფულადი სახსრების განთავსებისა და დაცვის მოთხოვნებს, მათ მიერ საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგულ კომპანიაზე (სხვა პირზე) გადაცემისა და საგადახდო მომსახურების განხორციელებისას აგენტების გამოყენების პირობებს. მსხვილ (მნიშვნელოვან) პროვაიდერს დაუწესდა დამატებითი მოთხოვნები წესებისა და პროცედურების, უსაფრთხოების ზომების, ასევე რისკების შეფასებისა და მათი შემცირების ღონისძიებების დანერგვის მიზნით. ახალ წესში დაზუსტდა პროვაიდერის სათაო ოფისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც.

საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის მიღებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ. აღნიშნულ წესში ასევე გათვალისწინებულია ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) რეკომენდაციები.

დღეისათვის საქართველოში კომერციულ ბანკებთან ერთად საგადახდო მომსახურებას ახორციელებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერები. აღნიშნულ პირებს დიდი წვლილი შეაქვთ მომხმარებლებისთვის საგადახდო მომსახურების მიწოდების ნაწილში, როგორიცაა გადახდების განხორციელება თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით, გადახდები სატრანსპორტო საშუალებებში, ელექტრონული ფულის გამოშვება და მათი მეშვეობით გადახდის ოპერაციების განხორციელება და სხვა“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics