|
2017-03-01 12:15:50, 3071 ნახვა
საზოგადოება მსოფლიო
რუსეთის საგარეო: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია - დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას სპეკულაციად აფასებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილეზე, გრიგორი კარასინზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც კარასინმა აღნიშნა, მსგავსი სპეკულაციები პერიოდულად ჩნდება, თუმცა რაზეა ისინი დაფუძნებული, ძნელი სათქმელია. მისივე თქმით, საუბარია საკმაოდ მოუქნელ მცდელობებზე, რომლის მეშვეობითაც საქართველოს სურს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთზე ნეგატიური წარმოდგენა შეუქმნას. "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც რუსეთის ფედერაციას კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები აქვს. ეს ჩვენი პოზიციაა და ის ხელშეუხებელი. გთხოვთ, დაიმახსოვროთ ეს ერთხელ და სამუდამოდ“, - განაცხადა კარასინმა. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს კომენტარი ზურაბ აბაშიძის განცხადებას მოჰყვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთი ადრე თუ გვიან აფხაზეთის დამოუკიდებლობის გადაწყვეტილებას გაიწვევს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)