23:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 11:29:02, 2787 ნახვა

მსოფლიო
AP: დონალდ ტრამპი ერაყის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლაზე აკრძალვას მოუხსნის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერაყი იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომლის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა დროებით შეზღუდული ჰქონდათ, - ამის შესახებ Associated Press თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პენტაგონმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გადაწყვეტილების გადახედვა სთხოვეს.

უწყებებმა იმ ფაქტზე გაამახვილეს ყურადღება, რომ ერაყს "ისლამურ სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია. შესაბამისად მათ პრეზიდენტს სთხოვეს, რომ თეთრი სახლს აღნიშნული ქვეყნის პოზიციისთვის გადაეხედა.

აღნიშნულ განკარგულებას სავარაუდოდ დრეს ან ხვალ მოეწერება ხელი. 

ამასთან დანარჩენი მუსულმანური ქვეყნების მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა კვლავ აკრძალული აქვთ.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შვიდი მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა 90 დღის განმავლობაში აეკრძალათ. ამ განკარგულებამ აეროპორტებში ქაოსი გამოიწვია, ვინაიდან ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამასთან, განკარგულების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა სირიელ ლტოლვილებს გაურკვეველი ვადით აეკრძალათ. აღნიშნულ განკარგულებას, დონალდ ტრამპმა ხელი 28 იანვარს მოეწერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ, ვიზა 60 000-მდე პირს გაუუქმდა. ტრამპის გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics