2017-03-01 09:16:57, 2564 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.5494 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.5494 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.5837 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0343 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.7016 ლარი ეღირება, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.7351 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0335 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან