2017-02-28 08:13:16, 2426 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.5837 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.5837 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.5883 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.7351 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.7402 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან