2017-02-27 14:53:40, 3068 ნახვა
ეკონომიკა
კალაძე: „ხუდონჰესი“ აშენდება
„ხუდონჰესი“ აშენდება“,-ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"აშენდება, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ჭრილში. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით",-განაცხადა კალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან