2017-02-25 09:11:55, 3153 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.5883 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.5883 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6014 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0131 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.7402 ლარი ეღირება, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.7434 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან