2017-02-24 16:47:22, 3258 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.5883 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6014 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0131 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.7402 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.7434 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან