2017-02-22 16:59:27, 2629 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში 3, ევროსთან კი, 4 თეთრით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.6029 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6325 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0296 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს,1 ევრო ხვალ 2.7333 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.7739 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0406 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ლარი დღეს ყველა ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან