|
2017-02-21 10:03:59, 1582 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: დინამიკა, რომელიც აშშ-თან ურთიერთობაში გვაქვს, ძალიან პოზიტიურია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიუნხენში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების კონფერენციასთან დაკავშირებული 2 დღიანი ვიზიტი, ძალიან წარმატებული იყო. “უმნიშვნელოვანესი შეხვერები შედგა ამ 2 დღის განმავლობაში. განსაკუთრებით მინდა გამოვყო აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საგნობრივი და ძალიან თბილი შეხვედრა, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არა თუ მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება და სრულიად სხვა საფეხურზე გადავა, რაც მისასალმებელია. ამ შეხვედრას წინ უძღვოდა ძალიან წარმატებული ვიზიტები საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრები, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უძღვოდა, სადაც დელეგაციის ხელმძღვანელი იყო ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშივილი, თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრა შედგა, სადაც საქართველოში მიმდინარე სამხედრო რეფორმა ძალიან დადებითად შეფასდა და მინდა, ვთქვა, რომ მთლიანობაში, დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-სთან ურთიერთობაში არის ძალიან პოზიტიური. ასევე იყო ძალიან საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების პირველ პირებთან, გვქონდა შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთან. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან საინტერესო, ერთობლივ პროექტებს ვახორციელებთ ელექტრონული მმართველობის მიმართულებით, ასევე, ჩვენი საგადასახადო რეფორმა მოგეხსენებათ, ესტონეთის მაგალითს ეფუძნება, განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)