23:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 18:29:43, 2242 ნახვა

ეკონომიკა
სავალუტო ფონდმა საქართველოსთან საგადასახადო სფეროში თანამშრომლობა დადებითად შეაფასა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ფისკალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორ ვიტორ გასპარს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სავალუტო ფონდის წარმომადგენლის ვიზიტის მიზანია, ადგილზე გაეცნოს ფონდსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკას.  

უწყების ინფორმაციით, შეხვედრას ფინანსთა სამინისტროში ასევე დაესწრნენ სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. 

შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის მიმართულებები საქართველოს საგადასახადო ადმინისტრირების ფუნქციის გაძლიერების მიზნით. აღინიშნა, რომ სავალუტო ფონდი საქართველოს ამ მიმართულებით მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს. 

თავის მხრივ, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა ასევე დადებითად შეაფასეს საქართველოს მხარესთან ურთიერთობის ხარისხი. აღინიშნა, რომ სავალუტო ფონდი განსაკუთრებით კმაყოფილია საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობით. 

აღინიშნა, რომ 2012 წლიდან დღემდე სავალუტო ფონდის ფისკალური დეპარტამენტის მისიამ შემოსავლების სამსახურს საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით არაერთი მიმართულებით გაუწია ტექნიკური დახმარება. მათ შორისაა, დეკლარირება, ვალის მართვა და გადახდევინება, რისკის მართვა, დავების მოგვარება, საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერა, აუდიტის მიმართულებით განხორციელდა რეფორმები, გადამხდელთა მომსახურება და ნებაყოფლობითი კანონმორჩილება, გადასახადების ადმინისტრირება. 

შეხვედრაზე ითქვა, რომ ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საკითხთა დეპარტამენტი თანამშრომლობს შემოსავლების სამსახურთან 2016 წელს განხორციელებული საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასებით გამოვლენილი გამოწვევების წარმატებით გამკლავების მიზნით, რაც გათვალისწინებულია 2017 – 2020 წლების ახალი პროექტით. აღნიშნული პროექტი შემოსავლების სამსახურის 2017-2020 წლების სტრატეგიის განხორციელების მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომელიც სამ სტრატეგიულ მიზანს განსაზღვრავს: საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტურად შესრულებას და შემოსავლების სამსახურის, როგორც სტაბილური და სანდო ბიზნეს-პარტნიორის სტატუსის ჩამოყალიბება. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics