2017-02-20 16:46:12, 2689 ნახვა
ეკონომიკა
სერვისების განვითარების სააგენტოს ყაზახეთის დელეგაცია ეწვია
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ყაზახეთის დელეგაცია ეწვია.
დელეგაციის წევრებს სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამსახურმა უმასპინძლა.
სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტი სასწავლო ხასიათის იყო და სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს საჯარო სერვისებთან და ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ყაზახი კოლეგები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობასაც გაეცნენ.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან