|
2017-02-20 13:41:29, 1823 ნახვა
პოლიტიკა
ნინო გვენეტაძემ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ოპოზიციის შეკითხვები უპასუხოდ დატოვა
4უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეკითხვებს არ უპასუხა. გვენეტაძემ დეპუტატების საპასუხოდ განაცხადა, რომ სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობისას, ვერც ამ პროცესზე და ვერც კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს მანვე დასძინა, რომ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, სამოსამართლეო ეთიკით არის შებოჭილი. „ვაღიარებ, რომ ეს კითხვები არის საზოგადოებაში. მაგრამ ორი მთავარი რამ არის გასათვალისწინებელი, უპირველესად ჩემს მიერ შესასრულებელი - ეს არის სამოსამართლეო ეთიკა და მეორე ეს არის დაუსრულებელი სასამართლოს პროცესი უზენაეს სასამართლოს საკასაციო პალატაში. საქმის წარმოება ჯერ არ არის დასრულებული. ამ საქმის დასრულების შემდეგ სასამართლოს ექნება განცხადებები, რომელიც უპასუხებს თქვენს კითხვებს. სანამ პროცესი არ არის დასრულებული, რაიმე კომენტარი ჩემის მხრიდან მიმდინარე სამართალწარმოების პროცესზე, დაუშვებელია“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)