|
2017-02-20 11:21:07, 2072 ნახვა
ეკონომიკა
იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 651 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
2017 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 651 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 177 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (45 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 474 მილიონ აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი). „საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარში 297 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 143 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 47 პროცენტით აღემატება. 2017 წ. იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 174 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 27 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 53 მლნ. აშშ დოლარი იყო (39 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 121 მლნ. აშშ დოლარი (22 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 30 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2016 წ. იანვარში შესაბამისად 26, 31 და 24 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 23 პროცენტი (2016 წ. იანვარში 21 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წ. იანვარში 220 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვართან შედარებით 32 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 65 მლნ. აშშ დოლარი (2.2 - ჯერ მეტი), ხოლო იმპორტი 155 მლნ. აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 37 პროცენტი და იმპორტში 33 პროცენტი (2016 წ. იანვარში შესაბამისად 31, 24 და 33 პროცენტი). 2017 წ. იანვარში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30 პროცენტი (2016 წ. იანვარში 37 პროცენტი). 2017 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (86 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (73 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (72 მლნ. აშშ დოლარი) 2017 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 33 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 24 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 13 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე აზოტოვანი სასუქების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 11 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 53 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 27 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 23 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი)“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში. ცნობისთვის, წინასწარი მონაცემების კორექტირება ხორციელდება საქსტატის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად (რეგულარული გადასინჯვის პრინციპის საფუძველზე) რესპონდენტების/ადმინისტრაციული წყაროების მიერ მონაცემების დაზუსტების შედეგად. 2016 წლის დაზუსტებული მონაცემები 2017 წლის 15 ივლისს გამოქვეყნდება.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)