21:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 17:01:35, 1816 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ჰააგის სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების მიმდინარეობა იყო. მხარეებმა განიხილეს, რა სტადიაზე იმყოფება გამოძიება და ქართულ მხარესთან თანამშრომლობა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჰააგის სასამართლოს პროკურორს გამოძიებისთვის საჭირო მასალების მოპოვების პროცესში საქართველოს ხელისუფლების სრული და აქტიური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. როგორც პრემიერმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული და სხვა დანაშაულები, ამ შემთხვევაში, ქართველების ეთნიკური წმენდა, ისევე, როგორც ჩვენი სამხედრო ტყვეების მკვლელობა, დაუსჯელი არ დარჩეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, გამოძიებას იმედის თვალით უყურებენ მსხვერპლთა ოჯახები და პროკურორს, გამოძიებისთვის  მნიშვნელოვანი მასალების მოპოვების პროცესში შეუძლია, ჰქონდეს ქართული მხარის სრული თანამშრომლობის იმედი.

ფატუ ბენსუდამ ქართულ მხარეს მაქსიმალური ღიაობისა და გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. პროკურორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს რუსეთისგან თანამშრომლობასთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია, გამოძიება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics