2017-02-18 09:23:39, 2980 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.6429 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.6429 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6419 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს,ლარი მასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. 1 ევრო დღეს 2.8150 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.8089 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან