|
2017-02-17 18:33:23, 1665 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით ორშაბათიდან ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებთ
მომავალი კვირიდან გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს და შეიქმნას პრეცენდენტი, როცა თუნდაც, ერთი მაღალი თანამდებობის პირი ამ ქვეყანაში, აგებს პასუხს მთელი იმ ზიანისთვის, რაც ამ დღეების განმავლობაში მიადგა ქართულ საზოგადოებას, სახელმწიფოს და ეკლესიას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გუნდი დღის წესრიგში მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს დასვამს. „ჩვენ ვაყენებთ, საქართველოს მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც იმ ადამიანის, ვისმა გაუაზრებელმა განცხადებებმა გამოიწვია შემდეგ მთელი კასკადი პოლიტიკური განცხადებების და ქვეყანა შეიყვანა გაუგებრობაში. ჩვენ, როგორც საპარლამენტო უმცირესობა, ორშაბათიდან დავიწყებთ შესაბამის პროცედურებს და დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით. მომავალი კვირიდან გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს და შეიქმნას პრეცენდენტი, როცა თუნდაც, ერთი მაღალი თანამდებობის პირი ამ ქვეყანაში, აგებს პასუხს მთელი იმ ზიანისთვის, რაც ამ დღეების განმავლობაში მიადგა ქართულ საზოგადოებას, სახელმწიფოს და ეკლესიას“, - განაცხადა ბაქრაძემ.
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)