|
2017-02-16 13:54:15, 2480 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა
რომან გოცირიძის თქმით, „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, ქვეყანამ მილიონობით ზარალი განიცადა
პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „გაზპრომი“ ქართულ მხარეს ყოველ 100 კმ-ზე გატარებულ 1000მ3-ში 5 აშშ დოლარს უხდის, რის შედეგად, წინა კონტრაქტთან შედარებით, ქვეყანა 21.9 მილიონიან ზარალს განიცდის. გოცირიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულება საჯარო არაა, პარტიამ მთავრობის მაღალჩინოსნების განცხადებებითა და ერთადერთი ციფრის დაშვებით მისი რეკონსტრუქცია შეძლო. "ვიცით, რომ ანაზღაურება იყო ნატურით და გვრჩებოდა გატარებული გაზის 10%. ახლა ტრანსპორტირებაში გვიხდიან ფულს. რატომ იზარალებს ქვეყანა ანაზღაურების ფორმის შეცვლის შემთხვევაში? ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 221 კმ-ია. წლის განმავლობაში გატარებული გაზის მოცულობა არის დაახლოებით 2 მილიარდი მ3 ყოველ 100 კმ-ზე გატარებული 1000 მ3 გაზის ტრანზიტის ღირებულება მსოფლიოში სხვადასხვა პრაქტიკის მიხედვით შეადგენს: ა) 3$ ბ) 5$ გ) 6$. არ მგონია 3 დოლარი იყოს, რადგან ეს ტრანზიტის ხარჯებს ვერ აანაზღაურებს, ეს ვერც 4 დოლარი ვერ იქნება, არც 6 დოლარი. დავტოვოთ 5 დოლარი. ვთქვათ ტრანზიტის საფასური 5 დოლარია. რა თანხას მიიღებს საქართველო გაზპრომისგან ტრანზიტის განსხვავებული ტარიფების პირობებში? 3 დოლარი შემთხვევაში 2 000 000 000/1000*2.21*3=$13.3 მლნ; 5 დოლარის შემთხვევაში 2 000 000 000/1000*2.21*5=$22.1 მლნ; 6 დოლარის შემთხვევაში 2 000 000 000/1000*2.21*6=$26.520 მლნ. რას ვიღებდით ჩვენ დღემდე, გაზის ტრანსპორტირების საფასურის ანაზღაურების დღემდე არსებული სქემა (ნატურით გადახდა). საქართველო ტრანზიტის საფასურად ნატურის სახით იღებდა 200 000 000/1000*220= 44 მლნ. დოლარის ღირებულების გაზს. საქართველო ტრანზიტის საფასურად ნატურის სახით "გაზპრომის" მიერ შემოთავაზებული ახალი ფასით მიიღებდა 200 000 000/1000*185= 37 მლნ. დოლარის ღირებულების გაზს. ნატურით ანაზღაურების ნაცვლად ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლის შემთხვევაში, (როცა ტრანზიტის ღირებულება $5 დოლარის ტოლია) ზარალი არის პირველ შემთხვევაში $21.9 მლნ (44-22.1), ხოლო მეორე შემთხვევაში $14.9 მლნ (37-22.1). საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი (დღგ-ს გარეშე ) 13,83 ლარი/1000 მ3. რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანსპორტირების საფასური (დანახარჯები პლიუს მოგება) ლარის ძველი გაცვლითი კურსით არის $8,33 (13.83/1.66) ხოლო დღევანდელი კურსით $5,18 (13.83/2.67). ანუ ძველი კურსით 2 მლრდ. მ3 გაზის ტრანსპორტირება ჯდება $16 660 000 (2 000 000 000/1000*8.33), დღევანდელი კურსით კი $10 360 000(2 000 000 000/1000*5.18) ტრანზიტის ხარჯების შემდეგ რჩება: ძველი კურსით $5 440 000 (22 100 000 -16 660 000), დღევანდელი კურსით $11 740 000 (22 100 000 -10 360 000). კონტრაქტის რეკონსტრუქცია - "გაზპრომი" უხდის ქართულ მხარეს $5-ს ყოველ 100კმ-ზე გატარებულ 1000 მ3 გაზში. 2017 წელს, გაზპრომი, სავარაუდოდ, პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ტრანზიტის საფასურის ანაზღაურებას ახდენს ძველი ფორმით, ნატურით, გატარებული გაზის მოცულობის 10 პროცენტის ოდენობით. წლის დარჩენილ პერიოდში გადახდა მოხდება ზემოთაღნიშნული ტრანზიტის ტარიფის შესაბამისად. 2018 წელს ქართულ მხარეს აქვს უფლება "გაზპრომისაგან" შეიძინოს გაზი 185 დოლარად. კონტრაქტი არის ორწლიანი და აქამდე არსებული ყველა პირობა, მათ შორის ტრანზიტის ტარიფი და გაზის ფასი შესათანხმებელია თავიდან. "გაზპრომი" იღებს ვალდებულებას გადაიხადოს ტრანზიტის საფასური, მიუხედავად იმისა, გაატარებს თუ არა გაზს სომხეთში. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მოგება 2013-2015 წწ. 2013 წელი 17,805 ლარი 2014 წელი 12,787 ლარი 2015 წელი -42,217 ლარი (ზარალი). საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მოგება 2013-2015 წწ. 2013 წელი 111,603 ლარი 2014 წელი 93,465 ლარი 2015 მოგება 40,558 ლარი
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)