2017-02-16 09:36:36, 2640 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.6447 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.6447 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6467 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.7896 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.8100 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0204 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან