2017-02-15 16:39:45, 2491 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.6447 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6467 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.7896 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.8100 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0204 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან