|
2017-02-15 14:07:38, 1462 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, 15-16 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მინისტერიალის მეორე დღეს კი, ლევან იზორია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების ფორმატში გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება ნატოს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. 16 თებერვალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან კენეთ ჰენდელმანთან. ორმხრივი შეხვედრები გაიმართება ასევე, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან, მათ შორის თურქ, ბრიტანელ და ლატვიელ კოლეგებთან. ლევან იზორია კოლეგებს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, განიხილება ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები და საქართველოს წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოების განმტკიცებაში. თავდაცვის მინისტერიალს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის. ორი დღის განმავლობაში თავდაცვის მინისტრების განხილვის მთავარი თემა მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ალიანსის მიდგომაა. მინისტრები ფოკუსირებას მოახდენენ ასევე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მომდინარე საფრთხეებზე. (NS)
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)