|
2017-02-14 14:08:01, 1530 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაჟორატარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. მდინარაძის განმარტებით, საკონსტიტუციო კომისია სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ აზრთა სხვადასხვაობის ფონზე კომისიის წევრები ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტზე შეჯერდნენ. „ვფიქრობ, რომ შესაძლებელია მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა ისე როგორც საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში. ჩვენ იმისთვის შევქმენით კომისია, რომ აზრთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე შევჯერდეთ ყველაზე ოპტიმალურ და ქვეყნისთვის სასიკეთო ვარიანტზე“,-განაცხადა მდინარაძემ. რაც შეეხება საარჩევნო ბლოკების გაუქმებას, მდინარაძის თქმით, აღნიშნულ საკითხში ძალიან ბევრი პოზიტივია და ეს პარტიების განვითარებას შეუწყობს ხელს. „ვიცით, რომ საქართველოში პარტიები მარტივად არ ვითარდებიან. ამიტომ ბლოკების გაუქმება პარტიების განვითარებას შეუწყობს ხელს. ორივე ვერსიას დავაყენებთ კომისიის სხდომაზე, საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ შესაძლებელია დარჩეს ისე, როგორც ვიმსჯელეთ ანუ ვიცით, უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იმას, რომ პარტიები იყოს მხოლოდ შესული და ბლოკები არა. ორივე აზრი გასათვალისწინებელია. შესაბამისად აღნიშნულ საკითხს კომისიის სხდომაზე განვიხილავთ“,-დასძინა მდინარაძემ. ცნობისთვის, პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის მორიგე სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საპარალამენტო უმრავლესობის, უმცირესობის და ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)